შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2002 წელს; სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის "ჩემი გული შენია"; 2005 წელს დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა, სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა "ჩემი გმირი გიწოდე". შემდეგ ჩაწერა მარეხ გოძიაშვილის "წაღვერი და თბილისი"; 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი სტუდიური ალბომი, სადაც შესული იყო 12 ძველი ქალაქური სიმღერა; 2007 წელს გამოვიდა მეორე ალბომი "უშენოდ"; 2008 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი "ვიცი გიყვარვარ" და საახალწლოდ ამავე წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი "საუკეთესო სიმღერების კრებული"; 2008 წელს გადაიღო ორი ვიდეო რგოლი სიმღერებზე "სანთელივით დავდნები" და "ვიცი გიყვარვარ" რამაზ ჩაჩანიძის რეჟისორობით; 2008 წლის 17 დეკემბერს გახსნა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია "ნიო სტუდიო"; 2009 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი: ალბომი "5" და ასევე "კარაოკე"; 2010 წელს გამოვიდა ალბომი "გამახარე"; 2010 წელს ის გახდა რადიო "აფხაზეთის ხმის" მუსიკალური ხელმძღვანელი; 2011 წელს გამოვიდა ალბომი "მიყვარხარ ცამდე"; 2011 წელსვე მან გადაიღო კიდევ ერთი ახალი ვიდეო რგოლი, დუეტი ნინო ჩხეიძე და კაბუ "მიყვარხარ ცამდე", რომლის რეჟისორი იყო ზურა მენთეშაშვილი; 2012 წელს ტელეკომპანია "იმედმა" მიიწვია პირველ მეგა-პროექტ ახალ ქართულ ხმაში ერთ-ერთ მწვრთნელად; 2013 წელს გამოვიდა ალბომი "ნინო ჩხეიძე"; 2014-2017წწ. იყო საავტორო მუსიკალური TV პროექტის — "საქართველოს ფანოღის" იდეიისა და პროექტის ავტორი; 2015 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ახალი ალბომი "ნინო ჩხეიძე mp3", სადაც შესულია მისი საუკეთესო სიმღერები; 2015 წელს გამოვიდა ალბომი "ნინო ჩხეიძე დუეტები", სადაც შესულია დუეტები; 2016 წელს გამოვიდა ახალი ალბომი "ყველაფერი ხდება"; 2016 წელს შექმნა ბრენდი, რომელსაც დაარქვა "NIO" და აწარმოებს ბრენდირებულ ქუდებს; 2017 წელს გამოვიდა ალბომი "ნინო ჩხეიძე". 2018 წელს მიიღო მონაწილებოა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"; 2018 წელს შექმნა მუსიკალური ბენდი "NIO ბენდი"; მისი რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპ-მუსიკის ელემენტებს შეიცავს. წყარო: ninochkheidze.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |