The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჟევახოვი

ნიკოლოზ ჟევახოვი
Other name:ნიკოლოზ ჯავახიშვილი
Date of birth:24 December, 1874
Date of death:1946  (at 71 years)
Category:Public official, Politician

Biography

ნიკოლოზ ჟევახოვი იყო ვახტანგ VI-ის ამალაში მყოფი შიო (სიმონ) ჯავახიშვილის შთამომავალი, რომელიც მოგვიანებით პოლტავის მაზრაში დამკვიდრა, პოლტაველი მემამულის, დავით ჟევახოვის ვაჟი, რუსული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ეპისკოპოს, იოასაფის ტყუპისცალი. ნიკოლოზმა 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1902 წლიდან იყო პოლტავის გუბერნიის ერობის  უფროსი. 1905 წელს მიაღწია სამოქალაქო მრჩევლის ტიტულს. მისი ერთ-ერთი დამსახურება მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე არის წმიდა იოასაფ ბელგოროდელის ხსოვნაზე ზრუნვა. იგი 1906 წლიდან აგროვებდა მასალებს წმიდანის ცხოვრების შესახებ, რომელიც მას დედის მხრიდან შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა. 1911 წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ წმიდანის საეკლესიო განდიდებაში -  გამოსცა წმიდანის ბიოგრაფია სამ ტომად. კიდევ ერთი დიდი დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე არის მის მიერ  წმიდა ნიკოლოზის სამუდამო განსასვენებლისადმი გამოჩენილი ყურადღება და ამ წმიდანისათვის შესაფერი და განსაკუთრებული პატივის მიგება, იტალიის ქალაქ ბარში ტაძრის აგება. 1910 წელს ქალაქ ბარში მოგზაურობის შემდეგ, მან შეძლო წმიდა ნიკოლოზის განსასვენებლის მიმართ რუსული მართლმადიდებლური საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების დადგენილებით, 1910 წელს დეკანოზ ვოსტორგოვთან ერთად მივლინებულ იქნა ქ. ბარში (იტალია) მიწის ნაკვეთის ასარჩევად, რათა რუსეთიდან ჩასული მომლოცველებისათვის ტაძარი აეგოთ. 1911 წლის იანვარში  მათ ეს დავალება შეასრულეს. 1911 წლის მაისში გახდა ახლადგახსნილი ბარგრადის კომიტეტის წევრი; 9 მაისს ესწრებოდა ტაძრის საძირკვლის ჩაყრას და სამშენებლო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ტაძრის მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის 1914 წელს მიენიჭა კამერ–იუნკერის წოდება. 1917 წლის 1 იანვარს  მიიღო კამერგერის წოდება. 1917 წლის 5 მარტიდან დაპატიმრებული იყო დროებითი მთავრობის განკარგულებით. განთავისუფლების შემდეგ, 1920 წლის დასაწყისამდე ცხოვრობდა პიატიგორსკში, ყოფილ პეტროგრადელ მიტროპოლიტ - "რასპუტინელ" პიტირიმთან. 1920 წლის იანვრიდან წავიდა ემიგრაციაში (სერბეთი, იტალია). 1920 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობდა ქ. ბარში წმიდა ნიკოლოზის მეტოქს (მეტოქი - მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით)საზოგადოებაში სარგებლობდა "რასპუტინელისა" და "რეაქციონერის" რეპუტაციით. თავის მოგონებების წიგნში დაწვრილებით აღწერა "წითელი ტერორი". უცხოეთში ნიკოლოზ ჟევახოვი ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას სერბებთან – სლავური ნათესაობის, ხოლო  გერმანელ მემარჯვენეებთან – ნაციონალისტობის გამო. რუსეთის სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე, ხელმწიფის კარის კამერ-იუნკერი, სინოდის ობერ-პროკურორის ამხანაგი, მემარჯვენე–კონსერვატიული მიმართულების საზოგადო და რელიგიური მოღვაწე.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.142


Share: