Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ გურჩიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. სწავლობდა მესტიის რაიონის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში, რომელიც 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა; ზურაბ გურჩიანი 1991 წელს გახდა სოხუმის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. 1992-1993წწ., აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 21 წლის ზურაბ გურჩიანი გაწვეულ იქნა ასეულის მსროლელად (1993 წლის 13 მარტიდან); საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის არქივში დაცული საბრძოლო მოკვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ ზურაბ გურჩიანი გმირულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ გამოიჩინა თავი ბრძოლის ველზე; იბრძოდა 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის II ასეულში ე.წ. "ბაგრატიონის ასეულში" მსროლელად; 1993 წლის 5 ივლისს გმირულად დაეცა სოფ. კამანის ბრძოლებში; მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1 სექტემბერს, ოჯახმა შეძლო მისი ცხედრის მოძიება; დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ეცერში; 2020 წლის ოქტომბერში, საინიციატივო ჯგუფმა (ია ღადუა, ირაკლი შამათავა, რამაზ გერლიანი) სამართლებრივი წინადადებით მიმართა შესაბამის ორგანოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის სახელდების შესახებ. შედეგად, 2021 წლის 1 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (№09/ნ) საფუძველზე, სსიპ – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას მიენიჭა სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი საერო პირის – ზურაბ გურჩიანის სახელი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |