Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტატო გაბისონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1986 წელს; ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, ექიმი მიკრობიოლოგის სპეციალობით - 1987 წელს. 1980-1994წწ. - გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ-მუშაკი; 1991-1994წწ. - უფროსი მეცნიერ-მუშაკი და პათოგენურ მიკროორგანიზმთა სექტორის ხელმძღვანელი; 1994 წლიდან - მიკრობთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1991-1994წწ. - საქართველოს სახელმწიფო ზოო-ვეტერინარული უნივერსიტეტი, ასისტენტი, დოცენტი; 1995-2006წწ. - პროფესორი; 1997-2001წწ. - ფარმაცევტული კომპანია "სისტემ +", კომერციული დირექტორი (საქართველოს რეგიონების დაფარვით); 1998-2001წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული დეპარტამენტის საბჭოს წევრი; 2007-2018წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2018 წლიდან პ. შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემია, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2018 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემია, პროფესორი. მას აქვს 32-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და 40-წლიანი სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება; არის 260-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის ავტორი და 28 პატენტის მფლობელი; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20 დისერტაცია; 1997 წლიდან იწარმოება მის მიერ შექმნილი 3 ბაქტერიოფაგული პრეპარატი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში; 2002-2019წწ. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 18 საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პროექტი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1998). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.96; science.org.ge; თბილისის სამედიცინიო აკადემია: tma.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |