შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა გვილია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა – ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია 1991 წელს; 1991-1994წწ. სწავლობდა ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 2001-2002წწ. გაიარა პოსტდოკ. ტრეინინგი გერმანიაში, ქ. ერფურტის კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ძილის ცენტრში (ძილის მედიცინის მიმართულებით). მისი შემდგომი პოსტდოკი შესრულდა ძილის ფუნდამენტური კვლევის მიმართულებით; აშშ-ში 3-წლიანი სტაჟურება გაიარა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტში (UCLA), მედიცინისა და ნეირობიოლოგიის განყოფილებაში; ნეირომეცნიერული კვლევების უახლეს ტექნოლოგიებს დაეუფლა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის განყოფილებაში (ბოსტონი, აშშ) 2012 წელს და სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ქცევის მეცნიერებების განყოფილებაში (კალიფორნია, აშშ) 2015 წელს; 1994-2011წწ. - ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია (უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი); 2008-2011წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის სრული პროფესორი. სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების წევრი. მიღებული აქვს ძილის კვლევის საზოგადოების ფონდის (SRSF, აშშ) ჟილინის სახელობის ჯილდო (2007), ამერიკის ძილის კვლევის საზოგადოების ახალგაზრდა მკვლევარის ჯილდო (2006). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.97; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |