შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაგორ კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით 1986 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს. 1990-1996წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, სამედიცინო ბიოფიზიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, ექსპერიმენტული დიაგნოსტიკის ლაბორატორია, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1995-1997წწ. - საქართველოს პარლამენტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი; 1997-2000წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2000-2002წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სტანდარტიზაციის, ლიცენზირებისა და ნორმირების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2002-2004წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004-2005წწ. - ა(ა)იპ - სექტორალური კვლევების ცენტრი, ცენტრის დირექტორი; 2005-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2007-2009წწ. - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2009-2012წწ. - ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი; 2012-2015წწ. - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, მედიცინის და სტომატოლოგიის სკოლა, ბიომედიცინის პროფესორი; 2012-2013წწ. - რექტორის მოადგილე; 2013-2015წწ. - აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, განვითარების დირექტორი; 2015 წლიდან - პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, გენერალური დირექტორი, პარტნიორი. 2012 წლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში; 2012 წლიდან – საუნივერსიტეტო კვლევების კორპორაციის (URC, აშშ) კონსულტანტი; 2011 წლიდან - საერთაშორისო ფონდი "კურაციო“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი; 1999–2004წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მსოფლიო ბანკის პროექტის კონსულტანტი. კვლევის თემა: ანტიკანცეროგენური და კანცეროგენური ნაერთების მოქმედება გენეტიკურ მასალაზე. სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა - 74, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში - 45. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.108; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |