The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთო გურგენიშვილი

ოთო გურგენიშვილი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1993
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 2014  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

ცხოვრობდა ქ. რუსთავში; მუშაობდა "საქართველოს ბანკსა" და კომპანია "ალდაგში"; გარდაიცვალა 2014 წლის 30 ივლისს მას შემდეგ რაც ხელი ჰკრა ბავშვს რომელსაც სწრაფად მიმავალი მანქანა ეჯახებოდა, ბავშვის გადარჩენის შემდეგ მანქანა მას დაეჯახა; ახალგაზრდა პოეტის საქციელი სამოქალაქო გმირობის მაგალითად შეფასდა; საქართველოს პრეზიდენტმა ოთო გურგენიშვილი სიკვდილის შემდეგ, სამოქალაქო თავდადებისათვის, მედლით დააჯილდოვა; 2019 წელს რუსთავის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 106; ფეისბუქ გვერდი "ოთო გურგენიშვილის პოეზია": facebook.cominterpressnews.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სამოქალაქო თავდადებისთვის"

გააზიარე: