შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ლაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1998 წელს. საუკეთესო შედეგი აჩვენა 2004, როცა ATP მსოფლიო ჩოგბურთელთა რეიტინგში დაიკავა 42-ე ადგილი (5 ივლისის მდგომარეობით). 2006 წელი დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში 164-ე პოზიციაზე. 2007 წლის მეორე ნახევარში და 2008 წლის დასაწყისში ტრავმის გამო ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია; 2008 წელი ATP-ს რეიტინგში დაასრულა 531-ე ადგილზე, 2009 წლის 25 მაისისთვის კი 499-ე პოზიციას იკავებს. წყვილთა თანრიგში საუკეთესო პოზიცია რეიტინგში (მე-100) ჰქონდა 2001 წლის 29 ოქტომბერს. 2009 წლის 25 მაისისთვის კი ლაბაძე წყვილთა კლასიფიკაციაში 342-ეა; კარიერაში პროფესიონალურ ტურნირებზე მოიგო 50 და წააგო 83 მატჩი, წყვილთა თანრიგში მოიგო 27 და დამარცხდა 34 შეხვედრაში. საპრიზო თანხის სახით მოიპოვა 1 234 443 აშშ დოლარი; იუნიორები: ერთეულთა თანრიგში მოიგო 2 ტურნირი, ხოლო წყვილებში – ერთი; 1998 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალში დამარცხდა მსოფლიოს მომავალ პირველ ჩოგანთან როჯერ ფედერერთან 4-6 4-6; მიღწევები ერთეულთა თანრიგში: 2000 წელი, იანვარი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი აშშ-ში, ფლორიდას შტატში; 2000 წელი, ივნისი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი ქალაქ ფიურტში (გერმანია); 2001 წელი, მაისი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი), ფინალში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი. მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბუქარესტში (რუმინეთი), ფინალში დაამარცხა ემილიო ბენფელე-ალვარესი (ესპანეთი); 2001 წელი, სექტემბერი – ATP სერიის შანჰაის (ჩინეთი) ტუნრირის პირველ წრეში ანგარიშით 7-6 7-5 დაამარცხა ანდრე აგასი, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოში მე-2 ადგილი ეკავა. დამარცხდა ტურნირის მესამე წრეში კენეთ კარლსენთან (დანია); 2002 წელი, თებერვალი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბრესტში (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა პარადორნ შრიჩაპანი (ტაილანდი); 2002 წელი, სექტემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა გორკა ფრაილი (ესპანეთი); 2003 წელი, სექტემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა პეტრ კრალერტი (ჩეხეთი). მოიგო "St. Jean de Luz"-ის ჩელენჯერის სერიის ტურნირი (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა ფრანგი ფაბრის სანტორო; 2003 წელი, ნოემბერი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი დნეპროპეტროვსკში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა ჰარელ ლევი (ისრაელი); 2004 წელი, მარტი – მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას პროფესიონალურ დონეზე, ATP Masters-ის სერიის ტურნირზე ინდიან-უელსში (აშშ) გავიდა ნახევარფინალში; დაამარცხა პირველ წრეში ტიერი ასკიონე (საფრანგეთი), მეორეში – კარლოს მოია (ესპანეთი), მესამეში – ხიშამ არაზი (მაროკო), 1/8-ფინალში – აუგუსტინ კალიერი (არგენტინა), 1/4-ფინალში – ჯეიმს ბლეიკი (აშშ), 1/2-ფინალში დამარცხდა ტიმ ჰენმანთან (დიდი ბრიტანეთი) ანგარიშით 3-6 2-6; 2004 წელი, აპრილი – ATP სერიის ეშტორილის (პორტუგალია) ტურნირში გავიდა 1/2-ფინალში, სადაც პირველ სეტში 2-3 ანგარიშის შემდეგ დანებდა რუს მარატ საფინთან; 2005 წელი, ივნისი – მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბიელაში (იტალია), ფინალში დაამარცხა კარლოს ბერლოკი (არგენტინა); 2006 წელი, ივნისი – უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე გაიარა საკვალიფიკაციო ბადის 3 და ძირითადი ბადის 3 წრე. ძირითადი ბადის მეორე წრეში დაამარცხა მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი გილიერმო კორია (არგენტინა) 6-4 6-2 6-3, მესამე წრეში – ამერიკელი მერდი ფიში (2-6, ტრავმა), მერვედფინალში კი მსოფლიოს მეორე ჩოგანთან რაფაელ ნადალთან (ესპანეთი) დამარცხდა ანგარიშით 3-6 6-7 3-6; მიღწევები წყვილებში: 2000 წელი – ფრანსისკო კოსტასთან (ესპანეთი) წყვილში მოიგო კიტოს (ეკვადორი) ჩელენჯერის სერიის ტურნირი. დუშან ვემიჩთან (იუგოსლავია) წყვილში მოიგო სანტიაგოს (ჩილე) ჩელენჯერის სერიის ტურნირი; 2003 წელი – როჯერ ვასენთან (ნიდერლანდები) წყვილში მოიგო მიუნჰენგლადბახის (გერმანია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი; 2005 წელი – იური შჩიუკინთან (რუსეთი) წყვილში მოიგო რეჯიო-ემილიის (იტალია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი; 2006 წელი – უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე დუშან ვემიჩთან (სერბია) წყვილში გაიარა საკვალიფიკაციო ბადე და ძირითადი ბადის 2 წრე, რის შემდეგაც 1/8-ფინალში დამარცხდა 5-სეტიან შეხვედრაში; სამჯერ დამარცხდა ATP სერიის ტურნირების ფინალში – 2001 წელს ატილა სავოლტთან (უნგრეთი) წყვილში სოპოტის (პოლონეთი) ტურნირზე, 2001 და 2002 წლებში მარატ საფინთან (რუსეთი) წყვილში სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) ტურნირზე; დევისის თასი: საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩაატარა 32 შეხვედრა, საიდანაც 24 მოიგო და 8 წააგო. ერთეულთა თანრიგში მოიგო 15 და წააგო 4 მატჩი, წყვილთა თანგირში გაიმარჯვა 9 შეხვედრაში, 4-ში კი დამარცხდა. პირველი შეხვედრა დევისის თასზე საქართველოს სახელით ჩაატარა 2003 წლის 11 ივნისს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წარმომადგენლის იგორ რაჩიჩის წინააღმდეგ (6-2, 6-3). 2006 წლის 22-24 სექტემბერს, ბუდაპეშტში, ლადო ჩიხლაძესთან ერთად შეძლო მასპინძელთა ნაკრების დამარცხება (3-2), რის შემდეგაც საქართველო დევისის თასის ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში გადაინაცვლა. 2009 წელს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, წააგო გადამწყვეტი შეხვედრა ერთეულთა თანრიგში; კარიერა 2010 წელს დაასრულა; ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი 42-ე ჩოგანი. წყარო: საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი: sok.ge; geotennisfans.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |