The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კერესელიძე

დავით კერესელიძე
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, დიპლომატი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორადი ფაკულტეტი 1980 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1983 წლამდე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-თანაშრომლად; 1983-1988 წლებში გაიარა მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განხრით. მიღებული აქვს დოქტორის წოდება; დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას: 1989–1990წწ. იყო საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაცია "გრუზიმფექსის" დირექტორი; 1991–1993წწ. შპს "ტრანსსერვისის" კომერციული დირექტორი; დიპლომატიური კარიერა: 1993 წლიდან ეწევა დიპლომატიურ საქმიანობას; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები: 1993-1994წწ. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი; 1994-1996წწ. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1996-1999წწ. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპულიკაში, დესპანი; 1996-2006წწ. საერთაშორისო ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2006 წლის 1 ივნისიდან არის საქართველოს ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში; აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში, მათ შორის: გაეროსა და გაეროს აზიისა და ოკეანიის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის ფარგლებში უმაღლესი დონის მოსამზადებელი შეხვედრებიშავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაღალი თანამდებობის პირთა და შესაბამისი სტრუქტურების ოფიციალური შეხვედრები; 1997-2005წწ.  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქართველოს მმართველის მოვალეობის შემსრულებელი; 1996–2006წწ. საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს დირექტორი (ათენი); ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთსადენებისა და კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები ჯგუფის წევრი – ანკარა, თურქეთი – 1999 წელი; კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – აშხაბადი, თურქმენეთი – 2000 წელი; კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – თბილისი, საქართველო – 2000 წელი; 2006-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2011-2014წწ. შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CBSS)  (ათენი) ალტერნატიული გენერალური დირექტორი; 2014-2016წწ. წლიდან საქართველოს ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავსრტალიის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; 2017 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.

დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკა განვითარებად ქვეყნებში". 

წყარო: წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.94;  web.archive.org



გააზიარე: