Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა კოშორიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1977წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მემბრანოლოგიის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1977-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი; 1980-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოქიმიის კათედრა, ლაბორანტი; 1988-1997წწ. - ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1997-2006წწ. - ბიოქიმიის კათედრის ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკო-ქიმიური ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოქიმიის კათედრის სრული პროფესორი, ბიოქიმიის კათედრის გამგე, სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – სტრესის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო შრომა ნეიროქიმიის განხრით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში; არის 6 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მოპოვებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო გრანტი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.111; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; old.tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.196 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |