შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარა ფოთი, ხობის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 1968 წელს; 1969 წელს ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის (ქ. ნოვოსიბირსკი) ასპირანტურაში, გენეტიკის განხრით. 1976-2000წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი, ხერხემლიან ცხოველთა გენეტიკისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგე; 2006-2011წწ. - აკადემიური სტიპენდიანტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოების ცხოველთ გენეტიკის სექციის თავმჯდომარე; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა ბუნებრივ პოპულაციებში მიმდინარე გენეტიკური და ეკოლოგიური პროცესების ფუნდამენტალური საკითხების შესწავლა; შეიმუშავა ცხოველთა ჰიბრიდიზაციის გენეტიკური საფუძვლები, შეისწავლა ჰეტეროზისის გენეტიკური ბუნება და პრაქტიკული გამოყენების თავისებურებანი, სახეობის მიხედვით ცხოველთა იმუნოგენეტიკური პარამეტრები და ორგანიზმის დონეზე მათი შესაძლო კორელაცია ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე. აღნიშნულ საკითხებზე მას ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 120-მდე ნაშრომი და მრავალი პოპულარული სტატია. მიღებული აქვს სახელმწიფო მედალი მეცნიერების მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.118; ხობის ელექტრონული არქივი: khobi-info.blogspot.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |