The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ფორაქიშვილი

ნინო ფორაქიშვილი
Date of birth:10 July, 1959  (65 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1993 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, იმუნოლოგია მიკრობიოლოგიის კათედრა, პროფესორი; 2002-2006წწ. - ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტი (UCL),  იმუნოლოგიისა და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტი, საპატიო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 200-2013წწ. - ლონდონის ვესტმისტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბიომეცნიერებები, უფროსი ლექტორი; 2008 წლის დეკემბერი -  ნიუ-იორკის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, პროფესორ ნიკოლას კიორაცცის (Nicholas Chiorazzi) ლაბორატორია, მოწვეული მკვლევარი; 2013 წლიდან - ლონდონის ვესტმისტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტი, მეცნიერება და ტექნიკის ფაკულტეტი, მთავარი ლექტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: იმუნორეგულატორული უჯრედები და მედიატორები ადამიანის დაბერების პროცესსა და ზოგიერთი მოდელური იმუნოპათოლოგიის პირობებში. 2012 წელს მიღებული აქვს  ბრიტანეთის საერთაშორისო თანამშრომლობის ჯილდო, Times THE (Times Higher Education). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.125; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Awards and Honors

  • 2004 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: