შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ფხალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1995 წელს; 2012 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი. 1992-2004 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელად, სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის მოადგილედ მცხეთა-მთიანეთის მხარეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელად, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 2008-2014წწ. ხელმძღვანელობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს. მისი ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით განხორციელდა არაერთი კვლევა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე; ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოების სპეციალურ კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და გენერალური შტაბის ოფიცრებისათვის; 2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში; მაგისტრატურის საფეხურზე მიჰყავს მოლაპარაკების ხელოვნებისა და დიპლომატიური პროტოკოლის სასწავლო კურსები; 2014 წლამდე კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რუსეთის "რბილი ძალის", ასევე საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხების შესახებ რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი; მონაწილეობდა 50-მდე საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე; 2014-2018წწ. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად - საგარეო ურთიერთობათა მდივნად; პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი: gipa.ge; საქართველოს უნივერსიტეტი: ug.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |