The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჟურული

დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1888
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1937  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1909 წელს. 

წარმომავლობით აზნაურთა ოჯახიდან; პოლკოვნიკ ილია ჟურულის შვილი; 1914-1918წწ. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიის 47-ე საარტილერიო ბრიგადაში, რომლის რიგებშიც მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; ჰქონდა პორუჩიკის, შტაბს-კაპიტნის, ომის ბოლოს - კაპიტნის წოდებები; 1918-1921წწ. იყო საქართველოს ჯარის პოლკოვნიკი, მეთაურობდა საარტილერიო დივიზიონს; 1920 წელს შავი ზღვის სანაპიროზე მსახურობის პერიოდში დაეხმარა ჩრდილოეთ კავკასიაში დამარცხებული რუსული თეთრი მოძრაობის "მოხალისეთა არმიის" სამხედრო ნაწილებს ფოთიდან ყირიმში ევაკუაციის განხორციელებაში; 1921-1924წწ.  საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში, სადაც მე-2 ქართულ შეერთებულ საარტილერიო დივიზიონს უფროსობდა; შემდეგ სამეურნეო თანამდებობებზე იყო (1937 წლისთვის "ტყვარჩელნახშირის" მომარაგების რწმუნებული); საბჭოთა ხელისუფლების მიერ სამჯერ იყო დაპატიმრებული 1922, 1924 და 1931 წლებში "ჯაშუშობის" და "კონტრრევოლუციური საქმიანობის" ბრალდებით; მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს. პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.geka.autograndad.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა გიორგის ოქროს იარაღი
    1916 წლის 29 მაისს სოფ. ბობულინცესთან გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: