The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
Date of birth:16 June, 1976  (48 years)
Category:Anthropologist, Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი ლეგია და კომპანიას (L&G University, Tbilisi, Georgia) სამედიცინო უნივერსიტეტი.  მედიცინის დოქტორი (Medical Doctor (MD)) სპეციალობაში "ზოგადიქირურგია"; შემდგომ სწავლა განაგრძო ნეპალში, სადაც გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი; ინდოეთში დაეუფლა სპეციალობას საავადმყოფოს ადმინისტრირება / მენეჯმენტი და ადამიანური რესურსების მენეჯმენტს; გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (Doctor of Philosophy (Ph.D.)) ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში.

2021 წლიდან არის ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI, the Vaccine Alliance), დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის წევრი; 2020 წელს საფრანგეთში დაარსა ორგანიზაცია "აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე"; ამავე წელს გახდა ევროფონდის (Eurofound) ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხებში ევროკავშირის სააგენტოს ექსპერტი; ტაჯიკეთში ევროკავშირის წარმომადგენლობას დაეხმარა ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული საჯარო ფინანსების მენეჯმენტის სფეროში (PFM), ჯანმრთელობის განვითარების პროგრამის (HDP) ფარგლებში, ევროკავშირის ორმხრივი მხარდაჭერის მისიის (57 მილიონი ევრო) გაგრძელებისთვის მომზადებაში; მოლაპარაკებებს აწარმოებდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის UNDP-სთან, UNODC-სთან, WHO-სთან, UNICEF-სთან, USAID-სთან, WB-სთან, ADB-სთან, KW-სთან და ა.შ.); 2016-2017 წლებიდან არის ფრანგული საერთშორისო ორგანიზაცია (Première Urgence Internationale) აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური ჯანმრთელობის მენეჯერი; დღემდე არის გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (UN secretary General’s Independent Accountability Panel (IAP)) წევრი (შვეიცარია); 2015-2016 წლებში იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია დავეხმაროთ მოხუცებს (Help Age International) ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რეგიონალური ჰუმანიტარული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი (იორდანია); შეაფასა რამდენად შესაბამისი იყო და რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტრონული ჯანდაცვის პროექტს ჯანმრთელობის დაცვი სხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაზე 140 სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც 4,5 მილიონ პალესტინელ ლტოლვილს ემსახურება;  ასევე,  რამდენად უჭერდა მხარს ჯანდაცვის ელექტრონული პროექტი იორდანიაში, ლიბანში, დასავლეთ სანაპიროსა (West Bank) და ღაზის სექტორში ოჯახის ჯანმრთელობის გუნდის მიდგომას (Family Health Team); 2014-2015 წლებში მუშაობდა სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში (Georgia Healthcare Group PLC) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ, სტრატეგია და განვითარება (საქართველო); 2014 წლიდან დღემდე არის შვეიცარიაში, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური მიმოხილვის პანელის (TRP) ტექნიკური ექსპერტი (შვეიცარია) მომსახურე წევრი; ჩატარებული აქვს კვლევა: "სიღარიბე, მიგრაცია და აივ / შიდსი სამხრეთ ინდოეთში"; თეზისი: "სიღარიბე, მიგრაცია და აივ / შიდსი დადელდჰურას რაიონში"; საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ანთროპოლოგიის მიმართულებით, საერთაშორისო დონეზე  გამოქვეყნებული აქვს წიგნები და სტატიები. ჩამონათვალი იხილე: scholar.google.com (სტატიები ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე).პროფესორი, მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.

Member of Organizations

  • კოსმოს მულტიდისციპლინარული კვლევის ელექტრონული ჟურნალის (Cosmos Multidisciplinary Research E-Journal) მრჩეველთა ორგანო, წევრი (2020-)
  • პოლონეთის სამედიცინო კვლევითი სააგენტოს (Medical Research Agency of Poland), გარე ექსპერტი (2020-)
  • უკრაინის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NRFU) სამეცნიერო საბჭო, დამოუკიდებელი ექსპერტი (2019-)

Share: