შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1905 წელს. 1904 წლიდან მუშაობდა ხერსონის ოლქში; 1905 წლის რევოლუციის დღეებში "რევოლუციონერთა მფრინავ რაზმს" ხელმძღვანელობდა და დაჭრილ მეომრებს შუაგულ ომში, ზედ ბარიკადებზე ეხმარებოდა; 1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და პირდაპირ ბათუმში ჩავიდა. მაშინვე დაინიშნა სტაციონარში შტატგარეშე ორგანიზატორად - ახლანდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა; მახინჯაურში, გოროდოკსა და ქობულეთში გახსნა ბავშვთა სახლები; იყო ბათუმის თვითმართველობის წევრი; აქტიურად მონაწილეობდა ჭაობის დაშრობაში და ტიფის საწინააღმდეგო ღონისძიებებში; 1922 წლიდან ხელმძღვანელობდა თერაპიულ განყოფილებას; იყო ტუბერკულოზური, ბავშვთა და ინფექციური განყოფილებების გამგე. მოსახლეობისათვის უფასოდ კითხულობდა საგანმანათლებლო ლექციებს სანიტარულ-პროფილაქტიკურ საკითხებზე, უფასოდ ღებულობდა ავადმყოფებს აჭარის რაიონებში. ცნობილი თერაპევტი. წყარო: გაზეთი ბათუმელები: batumelebi.netgazeti.ge; ახალი ამბების სააგენტო: primetime.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |