Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემელიანე წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში; იყო ცარისტული არმიის პოდპორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე პიატიგორსკის 151-ე ქვეითი პოლკის რიგებში. 1915 წლის იანვარში დაიჭრა სოფელს ზალესიესთან. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, იყო ეროვნულ- დემოკრატიული წევრი, 1922 წლიდან იყო "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" სამხედრო ცენტრის რწმუნებული იმერეთში. 1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურის აჯანყების დროს გიორგი წერეთლის დროებითმა მთავრობამ კონსტანტინე (კოწია) ჩაჩანიძესთან ერთად ჭიათურის სამხედრო კომენდანტად დანიშნა. პოლკოვნიკ სვიმონ წერეთელთან ერთად სათავეში ედგა იმერეთში 1924 წლის ეროვნული ამბოხებისთვის სამხედრო სამზადისს. აჯანყების ჩახშობის დროს ტყვედ ჩავარდა, მოკლეს შორაპნის სადგურის მახლობლად რკინიგზის ვაგონებში პატიმართა მასობრივი დახვრეტის დროს 1924 წლის 31 აგვისტოს. 1921-1924 წლების ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. წყარო: არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი. სპეციალური საარქივო გამოცემა: 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება შორაპნის მაზრაში / ლევან ჯიქია.-თბ.,: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, 2014. - გვ. 17-48; amp.ka.shops-net.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |