შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხელთუფლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დაიბადა ქუთაისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში; მისი ძმები იყვნენ დავით და პლატონ ხელთუფლიშვილები, დეიდაშვილი - ნიკო ნიკოლაძე. შეისწავლა რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიის საკითხები და რუსულ ენაზე გამოაქვეყნა "საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში" (ჟურნ. "იურიდიჩესკი ვესტნიკ", №7‑8, 1891; წიგნად — ქუთაისი, 1901); ცნობილია მის მიერ დაბეჭდილი კრიტიკული წერილი "რამდენიმე შენიშვნა შესახებ ილ. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივისა" (გაზ. "ივერია", №58, 1888); მონაწილეობდა რუსეთის უნივერსიტეტებში მოსწავლე ქართველი სტუდენტების მიერ 1892-1893 წლებში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის "საქართველოს თავისუფლების ლიგის" საქმიანობაში; მის სახლში ქუთაისში ჩატარდა სტუდენტთა პირველი ყრილობა; 1895 წელს დაპატიმრებული იყო ჟანდარმერიის მიერ; ტუბერკულოზით დაავადებული, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა საპატიმროში "ლიგის" საქმის გამოძიების დამთავრებამდე. სტუდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიის ქართველი მკვლევრები ზურაბ ავალიშვილი და მიხეილ ხელთუფლიშვილი/ლ. ტერლეცკაია დისერტაცია.- გორი, 2019.-გვ.17-22 (openscience.ge); ქართველო მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |