The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო გოგიტიძე

ვანო გოგიტიძე
ოფიციალური სახელი:ივანე გოგიტიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1952
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 2020  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1973 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; ამ თეატრში ნათამაშევი აქვს როლები: კოტე ("ხანუმა"), ტატიშჩევი ("ივანე მრისხანეს სიკვდილი"), პარისი ("რომეო და ჯულიეტა"), ჯიმი ("დაკრძალვა კალიფორნიაში"), ამერიკელი ჯარისკაცი ("ას ერგასის დღე), რაშიდა ("მეშვიდე ცა"), რეგვენი, იოსები ("კავკასიური ცარცის წრე"), კოსტა ("თავისუფალი თემა"), კორნუოლი ("მეფე ლირი"), დევინსონი ("მარიამ სტიუარტი"), მეთორმეტე მსაჯული ("თორმეტი განრისხებული მამაკაცი") და სხვა; გადაღებულია რამდენიმე ფილმში. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org; გაზეთი "ახალი თაობა":akhalitaoba.ge; რუსთაველის თეატრიtheatrerustaveli.blogspot.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: