The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი გავარდაშვილი

გივი გავარდაშვილი
Date of birth:15 January, 1958  (66 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1981 წელს; საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს.

1985-1987წწ. - საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. - ღვარცოფული ნაკადების ნატურაში კვლევის სექტორის ხელმძღვანელი; 1992-1996წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2005წწ. - ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1994-2002წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტრის პროფესორი; 1998-2000წწ. - საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის კათედრის გამგე, პროფესორი; 2002-2005წწ. - საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის პრორექტორი, სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფესორი; 2012-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი; 2013-2018წწ. - პროფესიული სწავლების სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის პროგრამის ხელმძღვანელი; 2012-2016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2014 წელს - ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; 2016 წელს - ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2017 წელს - ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის პროფესორი; 2018-2019წწ. - ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2018 წელს - ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2018 წელს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი; 2019 წლიდან - სასოფლო-სამეურნეო მელიორაციაში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი. მისი კვლევის თემა: ღვარცოფული ნაკადების რეგულირება და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგია. 6 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოს, 190 სამეცნიერო სტატიის, 22 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს მსოფლიო ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენის დიპლომი(ქ. პლოვდივი, ბულგარეთი, 1985), საერთაშორისო გამოფენის ბრინჯაოს მედლი (ქ. მოსკოვი, რუსეთი, 1987), ჩენსტოხოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვერცხლის მედალი (პოლონეთი, 2011), ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის მედალი (ქ. მოსკოვი, რუსეთი, 2013), ვროცლავის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვერცხლის მედალი (2016), უკრაინის სოფლის მეურნეობის აკადემიის 100 წლისადმი მიძღვნილი მედალი (2019). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.142; გარემოს დაცვის ეკოცენტრი: eco1985.ge

Member of Organizations

  • აშშ-ის სამოქალაქო მშენებლობის საერთაშორისო ასოციაცია (ASCE), წევრი (2015-)
  • საერთაშორისო ღვარცოფული ასოციაცია (პიატიგორსკი, რუსეთი), წევრი (2005-)

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: