The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ დემეტრაშვილი

დემურ დემეტრაშვილი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობა თეორიული ფიზიკა 1971 წელს;  ასპირანტურა - 1971 წელს (სსრკ ჰიდრომეტცენტრი, ქ. მოსკოვი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების გამოთვლითი ცენტრი, ქ. ნოვოსიბირსკი, აკადემქალაქი).

1977-1989წწ. - ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დინამიკური მეტეოროლოგიისა და ამინდის პროგნოზების განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1992-1993წწ. - საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიისა და
გარემოს მდგომარეობის ანალიზის სამმართველოს უფროსი; 1993-1995წწ.- საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოს გარემოს მონიტორინგის რესპუბლიკური ცენტრის უფროსის მოადგილე; 1996-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დინამიკური მეტეოროლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1989-2018წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2018 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორის ხელმძღვანელი. 
სამეცნიერო ინტერესებისა და საქმიანობის სფერო: შავი ზღვისა და ატმოსფეროს ჰიდროთერმოდინამიკური პროცესებისა და მინარევების გავრცელების მათემატიკური მოდელირება; ამოცანათა პროგრამული უზრუნველყოფა ალგორითმულ ენაზე "ფორტრანი", აღნიშნულ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 170-დე სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. 2018 წლიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "Морской гидрофизический журнал" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.144; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი: ig-geophysics.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირი (EGU – European Geoscience Union), წევრი (2014-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია
  • 2003 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: