The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე
სხვა სახელი:გიორგი ჩაჩბა
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1918  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

აფხაზეთის მთავრების - შარვაშიძეთა (ჩაჩბა) საგვარეულოს წარმომადგენელი, თავად სეით-ბეის (დიმიტრი ხასანის ძე) შარვაშიძის (1818-1858) და სამეგრელოს მთავრის ლევან V დადიანის ქალიშვილის ეკატერინე დადიანის (1820-1849) შვილი. გიორგი შარვაშიძე პეტერბურგში, კოლიუბაკინების ოჯახში აღიზარდა. 1858 წელს მიაბარეს პეტერბურგის პანსიონში, 1865-1869 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით. სწავლის დასრულების შემდეგ, ტიტულოვანი სახელმწიფო მრჩევლის წოდებით სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდა თბილისში, როგორც ჩინოვნიკი ასრულებდა სპეციალურ დავალებებს; 1869-1877 წლებში იყო კავკასიის გუბერნატორის მთავარი კანცელარიის უფროსი, მონაწილეობდა 1877-1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომში. 1883-1888 წლებში იყო თბილისის  ვიცე-გუბერნატორი,  ხოლო 1889-1897 წლებში თბილისის გუბერნატორი. ჰქონდა კამერგერისა და ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის წოდებები. 1888 წელს, იმპერატორ ალექსანდრე III-ის ახალ ათონში ვიზიტის დროს, იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნამ ყურადღება მიაქცია გიორგი შარვაშიძეს, რომელმაც შემდგომ იგი რუსეთის საიმპერატორო სასახლის კარზე დააწინაურა. 1899 წლის ნოემბერში იგი მარია ფიოდოროვნას კარზე მთავარი ჰოფმაისტერის თანამდებობაზე დაინიშნა. 1905-1913 წლებში გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობდა იმპერატრიცას კანცელარიას. გრაფი ს. ვიტე ადასტურებდა გიორგი შარვაშიძის დიდ გავლენას საიმპერატორო კარზე და მას თავის "დიდ მეგობარს" უწოდებდა, აღნიშნავდა  იმ შემთხვევებს, როდესაც გიორგი შერვაშიძემ მას დახმარება და შუამავლობა გაუწია იმპერატორთან მოლაპარაკების დროს. გიორგი შარვაშიძე იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში სახალხო სკოლების გახსნაში, კულტურის გავრცელებაში. გიორგი შარვაშიძეს ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარია (მაკა) ნიკოლაი - სოფიო ჭავჭავაძისა და ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის ქალიშვილი. გიორგი შარვაშიძეს მიღებული ჰქონდა მრავალი სამხედრო, სახელმწიფო და საიმპერატორო ჯილდო. მან თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა 1918 წელს  თბილისის უნივერსიტეტს გადასცა. გარდაიცვალა ქ. იალტაში 1918 წლის 26 მარტს. მიღებული ქონდა სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო:Формирование дореволюционной абхазской интеллигенции / Г.А. Дзидзария.- Сухуми, 1979

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1910 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1903 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1894 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: