The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე
დაბადების თარიღი:1808
გარდაცვ. თარიღი:1898  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მონაწილეობდა 1853-1856 და 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. გიორგი შარვაშიძე წლების მანძილზე განაგებდა აბჟუის თემს. ცდილობდა თანამემამულეებში განათლებისა და კულტურის შეტანას, სკოლების დაარსებას. სწავლა-განათლებაში ხედავდა პროგრესის რეალურ საფუძველს. გიორგი შარვაშიძემ დიდი წვლილი შეიტანა აფხაზური ანბანის შედგენაში (1865), ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აფხაზეთის განყოფილების დაარსებაში, აფხაზი ხალხის ეროვნული უფლებების დაცვაში. გიორგი შარვაშიძეს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ნიკო ნიკოლაძესთან, რაფიელ ერისთავთან, ნიკო დადიანთან. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. კესარია დადიანისა და ალექსანდრე შარვაშიძის შვილი, აფხაზი საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.688; nobility.pro


გააზიარე: