შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელაათ ხიმშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხულო. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტი, მიიღო დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სპეციალობა. მამა, ჰაჯი ალი სეიდიშვილი, დედა - მინირე ხიმშიაშვილი (შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილისა და დანიის მეფის ქრისტიან IX-ის (1818-1906) ძმის შვილის - ნადეჟდა დაგმარას შვილი). იგი ხულოში ცხოვრობდა 1935 წლამდე, სადაც მან მიიღო დაწყებითი განათლება. საბჭოთა პერიოდში რუსეთის იმპერიაში მაღალი წრის წარმომადგენლები განსაკუთრებით დევნის ობიექტს წარმოადგენდნენ; ოჯახი იძულებული გახდა 1935 წელს დაეტოვებინა აჭარა და ყარსში გადასულიყო; პენსიაზე გასვლამდე მასწავლებლობდა; ძალიან უყვარდა ბავშვები; თავის ენერგიას უანგაროდ ახმარდა მომავალი თაობის აღზრდა–განათლების საქმეს; ნათესავების ბავშვებს ასწავლიდა ქართულ ენას, ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს ისტორიას; სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლებში აღვივებდა ისტორიული სამშობოლოს სიყვარულს; მთავრობისაგან მიღებული ჰქონდა სიგელები და ჯილდოები; სიკვდილამდე იღებდა დამსახურებული პედაგოგის პენსიას; სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ, 1990 წლის შემოდგომაზე, ძმის შვილიშვილთან, ენვერ ხიმშიაშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. ქართველი ემიგრანტი თურქეთში. წყარო: გამოსათხოვარი /შუშანა ფუტკარაძე// ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი N6 ივნისი 2015.-გვ.7-8; amp.ka.shops-net.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |