Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ შარვაშიძე![]()
Biographyაფხაზეთის მთავარი XVIII-ის II ნახევარში. იგი ოსმალებმა ბზიფის აფხაზეთის მფლობელად მისი უმცროსი ძმის მანუჩარ შარვაშიძის მაგივრად დაამტკიცეს. 1771 წელს სამურზაყანოს მმართველ ლევან შარვაშიძესთან ერთად აუჯანყდა ოსმალებს და სოხუმი დაიკავა. მალე ოსმალებმა სოხუმი დაიბრუნეს. 1780 წელს თავის ძმისწულ ქეილაშ-ბეგთან და სამურზაყანოს მფლობელ ლევანთან ერთად მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროს შემოერთება გადაწყვიტა. კაცია II დადიანმა იმერეთის მეფის დახმარებით დაამარცხა ზურაბ შარვაშიძე რუხის ბრძოლაში. მალე კი ქეილაშ-ბეგმა თურქთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ის და აფხაზეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.689
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |