The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ოდიკაძე

ელიზბარ ოდიკაძე
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1989  (35 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზნაური.

პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2015, ბაქო, -97 კგ.); ასევე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (რიგა, -97კგ.); 2016 წელს მოიპოვა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია; პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო; ირანში პრესტიჟულ ტახტის თასზე ზედიზედ სამი მოწინააღმდეგე დაამარცხა: 1/8-ფინალში ლიტველ მინდაუგას რუმბუტისს იოლად სძლია, 1/4-ფინალში სლოვაკი იოზეფ იალოვიარი ჩამოიშორა, ნახევარფინალში კი უკრაინელი ვალერი ანდრიიცევის წინააღმდეგობა დაძლია; 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა (ბრინჯაო, -97კგ.); 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ვარშავა, პოლონეთი -97კგ.). ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი).

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია: wrestling.geimedinews.ge; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.ge


გააზიარე: