Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანუჩარ შარვაშიძე![]()
Biography1804 წლის 26 ნოემბერს მანუჩარ შარვაშიძემ (ქართული ტექსტით) თხოვნით მიმართა პავლე ციციანოვს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე, რაზეც 1805 წლის 31 მარტს პავლე ციციანოვმა მადლობა გადაუხადა და გარდაცვლილ გრიგოლ დადიანთან არსებული კავშირის მეტი ახსნა მოსთხოვა. 1813 წელს მანუჩარ შარვაშიძე მოკლულ იქნა ბედიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით რამოდენიმე ვერსია არსებობს: ისტორიკოს ნ. დადიანის აზრით, ლევან შარვაშიძის შვილ ხუტუნიასა და მანუჩარ შარვაშიძეს შორის არსებობდა ურთიერთშუღლი. იმ ღამეს, როცა ბედიაში იყვნენ, ხუტუნიამ მანუჩარს კაცი მიუგზავნა, რომელმაც იგი ღამით მძინარე მოკლა; ხალხური გადმოცემით, მანუჩარი ძალიან სასტიკად ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომებს და მონაწილეობას იღებდა ტყვეთა გაყიდვაში. შ. ინალ-იფას სიტყვებით, მანუჩარი მოკლულ იქნა ერთ-ერთი გლეხის მიერ, იმის გამო რომ მან ისარგებლა "პირველი ღამის უფლებით"; დ. კრაევიჩის აზრით, ბედიელი შარვაშიძეების ცნობით, მანუჩარ შარვაშიძე მოკლა ვინმე მაჯემ კვარაცხელიამ, მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო. მანუჩარ შარვაშიძე დაქორწინებული იყო გრიგოლ დადიანის ქალიშვილ ქეთევანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი ალექსანდრე და დიმიტრი. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ მის მცირეწლოვან შვილებზე მეურვეობა მათმა მკვიდრმა ბიძამ სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა იკისრა და უფროსი ვაჟის, ალექსანდრეს სახელით ახორციელებდა რეგიონის მართვას. მას შემდეგ რაც მანუჩარის ორივე შვილი სხვადასხვა ვითარებაში (ალექსანდრე 1829 წელს, ხოლო დიმიტრი-1832) გარდაიცვალა, ლევან დადიანი სამურზაყანოს მფლობელი გახდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.689
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |