The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სეტემან შარვაშიძე

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

აფხაზთა მთავარი დაახლოებით 1620-1635 წლებში, მისი ასული თამუნია ცოლად ჰყავდა სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს, რომელიც თავის სიმამრთან და მამია გურიელთან ერთად იმერეთის მეფე გიორგი III-ს ებრძოდა. ლევან II დადიანმა თამუნიას ღალატი დასწამა, ცხვირი და ყურები დააჭრა და მამას მიუბრუნა. განრისხებულმა სეტემანმა მარბიელი ლაშქრობა მოაწყო სამეგრელოს წინააღმდეგ, მაგრამ მარცხი განიცადა და 1626 წელს იძულებული გახდა დაზავებულიყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 10, თბ., 1986.-გვ.689


გააზიარე: