შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეილაშ შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიააფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან 1808 წლამდე. მანუჩარ შარვაშიძის შვილი. ახალგაზრდობაში მძევლად იყო სტამბოლში, სადაც ისლამი მიიღო. 70-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში დაბრუნდა. თურქთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ბიძა ზურაბ შარვაშიძე და ტახტს დაეუფლა. ოსმალებმა ქეილაშ შარვაშიძე სოხუმის ფაშადაც დანიშნეს და ყოველწლიური ჯამაგირიც დაუნიშნეს. ენერგიულად იბრძოდა მთავრის ხელისუფლების გაძლიერებისათვის და ამ საქმეში წვრილ და საშუალო თავადაზნაურობას ეყრდნობოდა. მოახერხა ბევრი მსხვილი ფეოდალის დამორჩილება. იბრძოდა სამეგრელოს სამთავროს წინააღმდეგ. 1803 წელს, სამეგრელოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქეილაშ შარვაშიძე შეეცადა აფხაზეთის შეეყვანას რუსეთის მფარველობაში. 1806 წელს თავისთან შეიფარა სულთანის მოწინააღმდეგე, ტრაპიზონის ფაშა და ამით ოსმალეთს დაუპირისპირდა. ოსმალებმა იარაღის ძალით რომ ვერ შეძლეს მისი დამორჩილება, შეთქმულება მოუწყვეს მისი უფროსი შვილის ასლანბეი შარვაშიძის მეთაურობით, რომელმაც მოკლა მამა და თვითონ გახდა აფხაზეთის მთავარი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.688
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |