Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ყვაპუ შარვაშიძე![]()
Biographyაფხაზეთის მთავრის ზეგნაყ შარვაშიძის უმცროსი შვილი. საუფლისწულოდ მიიღო მდინარეების ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია. მის დროს ეს მხარე აფხაზებით დასახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ის გლეხებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეკუთვნოდა, ყვაპუ შარვაშიძემ ტყვეებად გაყიდა. კათალიკოსი დავითი (ნემსაძე) მოითხოვდა, რომ მას ეს საქმიანობა შეეწყვიტა. ყვაპუ შერვაშიძე ცდილობდა დაუფლებოდა მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისში შეძლო სამეგრელოს მთავარმა გიორგი ლიპარტელიანმა იმერეთის მეფე გიორგი აბაშიძის (გიორგი-მალაქია აბაშიძე, გიორგი V) დახმარებით აფხაზ ფეოდალთა შეტევის შეჩერება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.689
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |