Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჩარკვიანი თაკო![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტოპიანო განყოფილობა 1986 წელს. 1986-2005წწ. საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტი, საავტორო გადაცემის ავტორი, წამყვანი და მუსიკალური რედაქციის მთავარი კოორდინატორი, პუბლიცისტი, ავტორი და წამყვანი გადაცემებისა – "კოლაჟი" და "მუსიკალური შეხვედრები"; 1987-2012წ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ მუსიკალური სკოლის საფორტეპიანო კათედრის პედაგოგი; 1995 წელს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობები; 2008 წელს გამოიცა მისი პუბლიცისტური წერილებისა და მოთხრობების პირველი კრებული – "რა ჟამს აღსდგე ძილისაგან"; 2009 წელს, ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად მან დააფუძნა გაზეთი "ქართული სიტყვა"; შპს "მორკინალის" – ვიცე-პრეზიდენტი (2012); 2012-2015წწ. შპს "პირველი საავადმყოფოს" – დირექტორის მოადგილე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2020 წლიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლმენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |