The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე სურმავა

ალექსანდრე სურმავა
Date of birth:15 October, 1945  (79 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: გეგეჭკორის რაიონი (ახლანდელი მარტვილის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობა "თეორიული ფიზიკა", 1969 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების გამოთვლითი ცენტრის ასპირანტურა (ქ. ნოვოსიბირსკი) - 1975 წელს.

1969-1972წწ. - ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღრუბლების ფიზიკის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1985წწ. – ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის ატმოსფეროს დაბინძურების კვლევის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1983-1984წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ფიზიკის კათედრა N95, მასწავლებელი; 1985-1989წწ. – გარემოს დაბინძურების კონტროლის რესპუბლიკური ცენტრი, ცენტრის უფროსი; 1990-2001წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1989-2005წწ. – მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორი, ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორი (ამჟამად, ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2008 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზის განყოფილება, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ინტერესებისა და საქმიანობის სფერო: ატმოსფეროში, ნიადაგში და ზედაპირულ წყლებში ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს 110 სამეცნიერო ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.155; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი: ig-geophysics.ge

Bibliography


Share: