შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ფოფორაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამთო ინჟინერ–გეოლოგის კვალიფიკაციით 1978 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა, პეტროლოგია, მინერალოგია, გეოქიმიის სპეციალობით 1984 წელს. 1978-1979წწ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უფროსი პრეპარატორი; 1979-1987წწ. - მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1987-1994წწ. - გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი, სექტორის გამგე; 1992–1996წწ. - დოცენტი; 1996 წლიდან – პროფესორი; 1998-2005წწ. - მინერალოგიის, პეტროლოგიის და გეოქიმიის კათედრის გამგე; 1994 წლიდან – გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ექსპერტ–აუდიტორი (ძვირფასი და სანახელავო ქვები); 2005 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; 2015 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაკუმ მეთოდოლოგიით პროფესიის ანალიზსა და პროფესიული სტანდარტების შემუშავების სამუშაო ჯგუფის წევრი; პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის წევრი; 2017 წლიდან - "საიუველირო და სანახელავო ქვების დამამუშავებლის" პროფესიული სტანდარტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; "გეოლოგიის" საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2017 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.156; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |