Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე შარვაშიძე![]()
Biographyდაიბადა აფხაზეთში, 1827-1831 წლებში პეტერბურგში ვაჟთა კორპუსში სწავლის პერიოდში გაეცნო დეკაბრისტების იდეებს, მოწინავე რუსულ და ევროპულ კულტურას, დაუახლოვდა პეტერბურგში მცხოვრებ და იქ მოსწავლე პროგრესულად მოაზროვნე ქართველ ახალგაზრდობას. მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო მეფის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ 1832 წლის შეთქმულებაში. 1862 წელს კონსტანტინე შარვაშიძე მონაწილეობდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ ი. ბარტოლომეის თავჯდომარეობით შექმნილ აფხაზურ ანბანისა და სასკოლო წიგნების შემდგენელ კომისიაში (აფხაზური ანბანი გამოვიდა თბილსში 1865 წელს). აფხაზეთის მთავრის, გიორგი II შარვაშიძის უმცროსი შვილი. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ძმა და ცნობილი მხატვრის ალექსანდრე შარვაშიძის მამა. აფხაზი საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.- თბ., 1986.-გვ.689; geni.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |