The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ შარვაშიძე

ელიზბარ შარვაშიძე
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:1937  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1905-1907 წლებში სწავლობდა კიევის სამხედრო სასწავლებელში.

ელიზბარ შარვაშიძე წარმომავლობით ეკუთვნოდა ქართლში დამკვიდრებულ თავად შარვაშიძეთა შტოს. 1907 წელს პოდპორუჩიკის ჩინით ჩაირიცხა კოლივანის მე-40 ქვეითთა პოლკში. I მსოფლიო ომის დროს (1914-1918) იყო ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკის პორუჩიკი, შემდეგ შტაბს-კაპიტანი, კაპიტანი, პოდპოლკოვნიკი (1917) და პოლკოვნიკი (1919). 1915 წლის მაისსა და ივნისში სოფელ ტუხლის და ლუკოვეც-ველკე-ოჩის მიდამოებში ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის 1917 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს იარაღით "მამაცობისათვის"; 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში - მე-5 ქვეითთა პოლკში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სომხეთთან ომში, სადაც თავისი პოლკის ბატალიონს მეთაურობდა. 1919-1921 წლებში იყო თბილისის სამხედრო სკოლის ოფიცერი, პოლკოვნიკი. რეპრესირებული, 30-იანი წლების მასობრივი ტერორის მსხვერპლი. ქართველი სამხედრო მოღვაწე.

წყარო: რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: