შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინდიკო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომექანიკის, ავტომობილების და ტრაქტორების სპეცილობით 1972 წელს. 1972-1975წწ. - ხულოს რაიონის სოფ. დანისპარაულის რვაწლიანი სკოლის და სოფ. ყინჩაურის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1975-1976წწ. - საბჭოთა არმია, სერჟანტი; 1980-1986წწ. - ბათუმის ავტოკოლონა 2655-ის მექანიკოსი; 1989-1997წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური დისციპლინების კათედრის მასწავლებელი; 1997-2004წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2005-2006წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადტექნიკური დისციპლინების კათედრის გამგე, პროფესორი; 2005-2006წწ. - დოცენტი; 2006-2009წწ. - საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2009-2013წწ. - საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან - ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: მათემატიკა, ტექნიკა, საავტომობილო ტრანსპორტი. სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.164; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |