The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემირ ბაკურაძე

ემირ ბაკურაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი, ქსოვის ტექნოლოგის სპეციალობით, 1966 წელს.

1972-1984წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ლაბორატორიის გამგე, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი; 1984-2004წწ. - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი; 2004-2014წწ. - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2014 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიზაინის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუსი. სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. კვლევის თემა: ახალი ტექნოლოგიების დამუშავებით ტექნიკური დანიშნულების საფეიქრო მასალებისა და კომპოზიტთა გამომუშავება. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.169; აკაკი წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge


გააზიარე: