შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან წაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით 1985 წელს. 1979-1980წწ. - თბილისის საავიაციო ქარხნის მუშა; 1980-1982წწ. - თბილისის საავიაციო ქარხნის სავაჭრო გაერთიანების სასურსათო საწყობის გამგე; 1985-1991წწ. - პოდოლსკის ეკო. მექანიკური ქარხანა "სვეტი"-ს მთავარი ბუღალტერი; 1991-2000წწ. - ვანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2002-2002წწ. - საქართველოს სამთოგეოლოგიური ასოციაციის ფინანსური დირექტორი; 2002-2005წწ. - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგადასახადო ინსპექციის მთავარი ინსპექტორი; 2005-2010წწ. - საგადასახადო საკონსულტაციო სააუდიტო ორგანიზაცია "პროფესიონალის" დამფუძნებელი-დირექტორი; 2007-2010წწ. - სამშენებლო კომპანია "მოდული"-ს ფინანსური დირექტორი; 2007-2010წწ. - სამშენებლო კომპანია "სასკოს" ფინანსური დირექტორი; 2007-2010წწ. - სამშენებლო კომპანია "ბილდერსის" ფინანსური დირექტორი; 2007-2010წწ. - სამშენებლო დეველოპერული კომპანია "კალასის" ფინანსური დირექტორი; 2007-2010წწ. - სამშენებლო კომპანია "თბილელიტ ჰაუსის" ფინანსური მენეჯერი; 2010-2016წწ. - სამშენებლო კომპანია "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის" ფინანსური დირექტორი; 2016-2020წწ. - შპს "ჯდჯ პლაზა", დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი; 2016-2020წწ. - შპს "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+"-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი; 2017-2020წწ. - შპს "ჯდჯ პალასის" დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი; 2018-2020წწ. - შპს "ჯდჯ იმერეთის" დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი; 2018-2020წწ. - შპს "მაგნოლიას" დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №21 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |