The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით შავიანიძე

დავით შავიანიძე
Date of birth:22 November, 1967  (57 years)
Category:Ethnologist, Historian, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1992 წელს.
1992 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (დღეს ტ.ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი) მეცნიერ-თანამშრომელი; 1999 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სხვადასხვა დროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მდივანი; უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის წევრი და თავმჯდომარე; უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. არის სამეცნიერო მონოგრაფიების ავტორი და თანაავტორი, არაერთი საერთაშორისო და რესპუბლიკური სიმპოზიუმის მონაწილე, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულებში გამართული სტუდენტური ეთნოგრაფიული ექსპედიციების ორგანიზატორი, ხელმძღვანელი. იკვლევს საქართველოს ეთნოლოგიის საკითხებს. სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ქართველთა ეთნიკური ისტორიის საკითხები; საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები. ზოგადად ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები; უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები...

სადისერტაციო თემა - "დასავლეთ საქართველოს ეთნოისტოიიდან" (ოკრიბული ონომასტიკური მასალების მიხედვით), დაიცვა 2001 წლის 19 სექტემბერს.

Bibliography


Share: