Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
დავით შავიანიძე
Date of birth: | 22 November, 1967 (57 years) |
Category: | Ethnologist, Historian, Scientist, Explorer, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1992 წელს. 1992 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (დღეს ტ.ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი) მეცნიერ-თანამშრომელი; 1999 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სხვადასხვა დროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მდივანი; უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის წევრი და თავმჯდომარე; უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. არის სამეცნიერო მონოგრაფიების ავტორი და თანაავტორი, არაერთი საერთაშორისო და რესპუბლიკური სიმპოზიუმის მონაწილე, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულებში გამართული სტუდენტური ეთნოგრაფიული ექსპედიციების ორგანიზატორი, ხელმძღვანელი. იკვლევს საქართველოს ეთნოლოგიის საკითხებს. სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ქართველთა ეთნიკური ისტორიის საკითხები; საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები. ზოგადად ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები; უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები...
სადისერტაციო თემა - "დასავლეთ საქართველოს ეთნოისტოიიდან" (ოკრიბული ონომასტიკური მასალების მიხედვით), დაიცვა 2001 წლის 19 სექტემბერს.
Bibliography
- კულტურული მემკვიდრეობა ღია ცის ქვეშ (საფლავის ქვებისა და ეპიტაფიების მიხედვით)=Cultural Heritage under the Open Sky (according to tombstones and epitaphs) (Co-Author). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2024. - 266გვ.. - ISBN: 9789941484704
- სვანეთი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი)=Svaneti (Historical-Ethnographic Essays) (Monography) Kutaisi. (Author). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2022. - 394გვ.. - ISBN: 9789941495748
- მაზანდარანის ქართული წარმოშობის მოსახლეობის მეტყველება, ყოფა-ცხოვრება და კულტურა = Speech, lifestyle and culture of the population of georgian origin in Mazandaran (Co-Author). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2017. - 177გვ.. - ISBN: 9789941408090
- სამეგრელო : ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი (Author). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2015. - 260გვ.. - ISBN: 9789941459955
- ეთნოისტორიული კვლევები = Ethno-historical research (Co-Author). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტი, 2010. - 206გვ.. - ISBN: 9789941408946
- ქართული გვარსახელები = Georgian family-names : ბაღდათის ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით (Author). - ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2007. - 150გვ.. - ISBN: 9789994052615
- ოკრიბა : ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი (Author). - ქუთაისი, ქუთაისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. - 97გვ.
- ოკრიბული გვარსახელები (Author). - ქუთაისი, ქუთაისის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 124გვ.
|