ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
კარლო ხურციძე
დაბადების თარიღი: | 15 მაისი, 1923 |
გარდაცვ. თარიღი: | 27 იანვარი, 1996 (72 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მწვრთნელი, სპორტსმენი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1939-1941წწ. და 1945-1949წწ. იყო ქუთაისის ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1950-1954წწ. ასრულებდა ქუთაისის სოფლის მეურნეობის გუნდის მწვრთნელის მოვალეობას; 1955-1957წწ. ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დირექტორი; 1958-1964წწ. ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დირექტორის მოადგილე; თამაშობდა ქუთაისის ახალგაზრდულ ნაკრებში; 1969-1991წწ. იყო ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დირექტორი და ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლის მთავარი მწვრთნელი; 1969 წელს მისი ხელმძღვანელობით "ტორპედო" გახდა ყველა საკავშირო ახალგაზრდული კონკურსების გამარჯვებული; მისი აღზრდილები არიან: ჯემალ ხერხაძე, რევაზ ძოძუაშვილი, სერგო კუტივაძე, გივი და ლევან ნოდიები, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავა; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე: ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი და ფეხბურთის მწვრთნელი, სპორტის ორგანიზატორი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -329 გვ.; ქართული სპორტი: sport.gov.ge; რუსული სპორტის ისტორიის წამყვანი პორტალი: sport-strana.ru; facebook.com; საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი: sok.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1973 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
- 1944 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
|