The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მაისურაძე

ნინო მაისურაძე
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ჭადრაკის თამაში 7 წლისამ ისწავლა. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ გოგი მაჭარაშვილთან ემზადებოდა და ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოს პირველობა რამდენჯერმე მოიგო. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველობაზე 14 წლამდელებში მესამე ადგილი დაიკავა. ნინომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა და ჭადრაკს დროებით ჩამოშორდა; 2003 წელს საფრანგეთში გათხოვდა და სორბონის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა; 2007 წელს პარიზის ერთ-ერთ ტურნირზე გამოვიდა, მოიგო და კვლავ დაუბრუნდა ჭადრაკს; 2008 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებშიც ითამაშა; მან ხორვატიაში ორ წრიულ ტურნირზე იასპარეზა და ორივეჯერ დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა; შემდეგ საფრანგეთის ღია საერთაშორისო ტურნირზე მესამე ბალი აიღო და ქალთა შორის დიდოსტატის წოდებაც ბოლომდე შეასრულა, რომელიც 2009 წელს, ჰალკიდიკში ოქტომბერში ფიდეს მე-80 კონგრესზე მიანიჭეს; 2010 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ჩემპიონატში Mitropa Cup-ზე, საფრანგეთის ქალთა ნაკრებში პირველ დაფაზე გამოვიდა და ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიპოვა; იმავე წელს ნაკრების შემადგენლობაში, სათადარიგო დაფაზე, ხანტი-მანსიისკში საჭადრაკო ოლიმპიდაზე იასპარეზა; 2012 წელს სტამბულში საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მესამე დაფაზე იასპარეზა და მეშვიდე ადგილზე გავიდა; სამჯერ წარადგინა ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე 2011 და 2013 წლებში, ხოლო 2013 წელს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მეორე დაფაზე; 2011 წელს საფრანგეთის ქალთა 86-ე ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 1,5-ით ჩამორჩა გამარჯვებულ სოფი მიიეს; ზედიზედ ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ქალთა შორის 2013 და 2014 წელს; 2013 წელს 12 მონაწილეს შორის მან და მატილდა კუნჟიუმ თანაბარი ქულებით 8,5-8,5 დაასრულეს ასპარეზობა და ჩემპიონის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დანიშნა, სადაც ნინომ 3:1 გაიმარჯვა; 2013 წელს წელს თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ქართველ ნონა გაფრინდაშვილის თასზე იასპარეზა; 2015 წელს საფრანგეთის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა; 2018 წელს წინანდალში ქართველი მოქმედი მოჭადრაკეების ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა; ის ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიის GWS-ს რჩეული გახდა და სპეციალური პრიზიც მიიღო; საქართველოში დაბადებული, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკე.

წყარო: სპორტული პორტალი: sportall.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ქალთა შორის დიდოსტატი
  • 1998 - საერთაშორისო ოსტატი

გააზიარე: