Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ჭადრაკის თამაში 7 წლისამ ისწავლა. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ გოგი მაჭარაშვილთან ემზადებოდა და ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოს პირველობა რამდენჯერმე მოიგო. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველობაზე 14 წლამდელებში მესამე ადგილი დაიკავა. ნინომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა და ჭადრაკს დროებით ჩამოშორდა; 2003 წელს საფრანგეთში გათხოვდა და სორბონის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა; 2007 წელს პარიზის ერთ-ერთ ტურნირზე გამოვიდა, მოიგო და კვლავ დაუბრუნდა ჭადრაკს; 2008 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებშიც ითამაშა; მან ხორვატიაში ორ წრიულ ტურნირზე იასპარეზა და ორივეჯერ დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა; შემდეგ საფრანგეთის ღია საერთაშორისო ტურნირზე მესამე ბალი აიღო და ქალთა შორის დიდოსტატის წოდებაც ბოლომდე შეასრულა, რომელიც 2009 წელს, ჰალკიდიკში ოქტომბერში ფიდეს მე-80 კონგრესზე მიანიჭეს; 2010 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ჩემპიონატში Mitropa Cup-ზე, საფრანგეთის ქალთა ნაკრებში პირველ დაფაზე გამოვიდა და ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიპოვა; იმავე წელს ნაკრების შემადგენლობაში, სათადარიგო დაფაზე, ხანტი-მანსიისკში საჭადრაკო ოლიმპიდაზე იასპარეზა; 2012 წელს სტამბულში საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მესამე დაფაზე იასპარეზა და მეშვიდე ადგილზე გავიდა; სამჯერ წარადგინა ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე 2011 და 2013 წლებში, ხოლო 2013 წელს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მეორე დაფაზე; 2011 წელს საფრანგეთის ქალთა 86-ე ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 1,5-ით ჩამორჩა გამარჯვებულ სოფი მიიეს; ზედიზედ ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ქალთა შორის 2013 და 2014 წელს; 2013 წელს 12 მონაწილეს შორის მან და მატილდა კუნჟიუმ თანაბარი ქულებით 8,5-8,5 დაასრულეს ასპარეზობა და ჩემპიონის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დანიშნა, სადაც ნინომ 3:1 გაიმარჯვა; 2013 წელს წელს თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ქართველ ნონა გაფრინდაშვილის თასზე იასპარეზა; 2015 წელს საფრანგეთის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა; 2018 წელს წინანდალში ქართველი მოქმედი მოჭადრაკეების ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა; ის ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიის GWS-ს რჩეული გახდა და სპეციალური პრიზიც მიიღო; საქართველოში დაბადებული, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკე. წყარო: სპორტული პორტალი: sportall.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |