The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო ჩიხლაძე

ლადო ჩიხლაძე
Date of birth:15 June, 1985  (39 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საუკეთესო შედეგი — ATP პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 350-ე ადგილი (2007 წლის 15 ოქტომბერი); 2005 წელს დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში 513-ე პოზიციაზე; 2006 წელს – 546-ზე; 2007 წელს – 372-ზე; 2009 წლის 25 მაისის მდგომარეობით, რეიტინგში 971-ე ადგილზეა; საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩაატარა 28 შეხვედრა, საიდანაც 12 მოიგო და 16 წააგო; ერთეულთა თანრიგში მოიგო 6 და წააგო 11 მატჩი, წყვილთა თანგირში გაიმარჯვა 6 შეხვედრაში, 5-ში კი დამარცხდა; 2006 წელს მოიგო სამივე გადამწყვეტი შეხვედრა დევისის თასზე, რითაც მოუტანა გუნდს ევროპა/აფრიკის ზონის პირველი ჯგუფის საგზური; მიღწევები ერთეულთა თანრიგში: 2005 წელი, თებერვალი მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ავსტრიაში, გავიდა ჩელენჯერის სერიის ტურნირის ფინალში იტალიაში; 2006 წელი, ივლისი - მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი რუმინეთში; 2007 წელი, მარტი – მოიგო ფიუჩერსის სერიიის 2 ტურნირი შვეიცარიაში; ივლისი – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი საქართველოში; აგვისტო – მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირები საქართველოსა და გერმანიაში; მიღწევები წყვილებში: 2005 წელი, ოქტომბერი მოიგო სატელიტის სერიის ტურნირი გერმანიაში დასტინ ბრაუნთან (იამაიკა) წყვილში; 2008 წელი, ოქტომბერი მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი საფრანგეთში რაბი ჩაკისთან (მაროკო) წყვილში; დევისის თასის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 2004 წელს იტალიის წინაამღდეგ (გასვლაზე); წყვილში ირაკლი ლაბაძესთან წააგო ჯიორჯიო გალიმბერტი/მასიმო ბერტოლინისთან 6-7, 5-7, 4-6; ერთეულთა თანრიგში გადამწყვეტი შეხვედრა დათმო ანდრეა სეპისთან 2-6, 4-6, 4-6; ეგვიპტეს წინაამღდეგ თბილისში 2004 წლის 16-18 ივლისს მოიგო წყვილთა თანრიგში (ირაკლი ლაბაძესთან ერთად) 6-3, 6-2, 6-2; ერთეულებში წააგო ომარ ჰედაიეთთან 3-6, 1-6; 2005 წელს ბულგარეთის და განას წინაამღდეგ ითამაშა 5 მატჩი, საიდანაც 2 მოიგო და 3 წააგო; 2006 წელს საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ სამივე შეხვედრაში იყო გუნდის მეორე ნომერი; სამხრეთ აფრიკის წინაამღდეგ თბილისში პირველ დღეს წააგო მოწინაამღდეგე გუნდის ლიდერთან, უესლი მუდისთან ხუთ სეტში — 6-7, 7-6, 6-4, 6-7, 3-6; წყვილებში ლაბაძე/ჩიხლაძემ მოუგეს ჯეფ კუცის და უესლი მუდის; მესამე დღეს, გადამწყევ შეხვედრაში მან ადვილად დაამარცხა ისაკ ვან დერ მერვე 6-2, 6-4, 6-3; პოლონეთის წინაამღდეგ გასვლით შეხვედრაში 2006 წლის 21-23 ივლისს წააგო ერთეულთა მატჩი ლუბოშ კუბოტთან 5-7, 4-6, 2-6 და წყვილში ლაბაძესთან — მარიუს ფრისტენბერგ/მარცინ მატკოვსკისთან 1-6, 2-6, 4-6; მეხუთე შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება მარიუს ფრისტენბერგთან 7-5, 7-6, 7-6; 22-24 სექტემბერს უნგრეთში ასევე წააგო ერთეულთა პირველი მატჩი კორნელ ბარდოშკისთან 4-6, 7-6, 1-6, 2-6; როცა საქართველო 0-2 აგებდა, წყვილებში გუნდის პირველ ნომერთან, ირაკლი ლაბაძესთან ერთად ჩიხლაძემ კორნელ ბარდოშკი/გერგელი კისგიორგის წყვილს მოუგო 4-6, 6-0, 6-3, 6-2; გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელმაც საქართველოს პირველად ისტორიაში დევისის თასის ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში ადგილი მოუტანა, მან უნგრელი შებო კისი დაამარცხა ოთხსეტიან შეხვედრაში - 7-6, 7-6, 6-7, 6-2; 2007 წელს ჩაატარა 5 შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მათ შორის თბილისში – პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ – მოიგო 2 შეხვედრა. საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი, პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი 350-ე ჩოგანი.

წყარო: ჩოგბურთის სიახლეები: geotennisfans.wordpress.com


Share: