The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ბარდაველიძე

ავთანდილ ბარდაველიძე
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ენერგეტიკის, სამრეწველო საწარმოთა ელექტრომომარაგების სპეციალობით 1977 წელს.

1977-1979წწ. - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტროტექნიკის და ავტომატიკის კათედრის ლაბორანტი; 1979 წელს - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტროტექნიკის და ავტომატიკის კათედრის ასისტენტი; 1982-1986წწ. - მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი ელექტრონიკისა და ავტომატიზაციის კათედრის ასპირანტი; 1986-1987წწ. - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1987-1988წწ. - უფროსი მასწავლებელი; 1988-1992წწ. - დოცენტი; 1992-2001წწ. - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და პროცესების ავტომატიზაციის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგე; 2001-2004წწ. - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგე, დოცენტი; 2004 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულების სრული პროფესორი. 2011-2016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულის რედ. კოლეგიის წევრი; საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის (ინსო 2011, ინსო 2013, ინსო 2015) სარედაქციო და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: საშრობ აპარატებში ტექნოლოგიური პროცესის კონტროლი და ოპტიმიზაცია. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.170; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2012-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: