The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჟვანია

თამარ ჟვანია
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მინიჭებული აქვს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი და არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორის ხარისხის კანდიდატი.

არის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი (სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ); მინიჭებული აქვს დემოკრატიის მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის (BRIDGE) სრული ფასილიტატორის სერტიფიკატი; საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე თამარ ჟვანია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი იყო, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით; ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); 2011-2012წწ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის უფროსი მენეჯერი ნიგერიაში, მანამდე კი — NDI-ის საარჩევნო კონსულტანტი ბანგლადეშში; 2013 წლის 11 სექტემბრიდან არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და ასევე იმყოფებოდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ფარგლებში 2014 წლის აშშ-ს არჩევნებზე; არის არაერთი ნაშრომის ავტორი: მას მომზადებული აქვს სადამკვირვებლო ანგარიშები 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში; ასევე იგივე ორგანიზაციისთვის 2005 წლის პარლამენტის შუალედური და განმეორებითი არჩევნების ანგარიშები; 2006 წელს მას მომზადებული აქვს ანგარიში ადგილობრივ არჩევნებზე; არის 2002 წლის ISFED-ის ანგარიშების თანაავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და პარლამენტის არჩევნებზე; არის არაერთი სტატიისა და საინფორმაციო ბუკლეტის ავტორი არჩევნების მართვის, ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის საჯაროობის საკითხებზე, ISFED-ის გაზეთის  - "სამოქალაქო საზოგადოების"  7 და ამავე სახელწოდების ჟურნალის 3 გამოცემის რედაქტორი და ამავე გაზეთში გამოცემული სხვადასხვა ნაშრომის ავტორი.

წყარო: ცსკო: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია: cesko.gefeminism-boell.org

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: