The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამუნა ნიკოლაძე

თამუნა ნიკოლაძე
Date of birth:17 June, 1978  (46 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტისა დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი 1999 წელს.

სამსახიობო კარიერა დაიწყო სამი წლის ასაკიდან; 1981 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ითამაშა სპექტაკლში "შეყვარებუთა მკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე"; 2003 წლის სტუდენტური ფესტივალის "დებიუტის" აღმოჩენა - ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი; ფართო მაყურებლისათვის ცნობილია ასევე პოპულარული ტელესერიალით "შუა ქალაქში" მისი როლები მკვეთრად განსხვავდება ერთანეთისაგან, მას შეუძლია როგორც კომედიური, ასევე ტრაგიკული როლების მორგება; ფილმოგრაფია: "დედა" (ლიზა, რეჟ. ნიკა გელაშვილი, 2005); "იდიოტოკრატია" (ელენე, რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2008); "ყველაფერი კარგად იქნება" (ტერორისტი ქალი, რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2009); "ისპაჰან – ბათუმი" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2011); ნათამაშები როლები: თავისუფალი თეატრი:  "მონადირე", "ივანოვი" (რეჟ. გიორგი შალუტაშვილი, ავთო ვარსიმაშვილი); "სხვების ცხოვრება" (რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი); "აჩრდილები", "ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე", "ბავშვის თვალებით", "პეპი გრძელი წინდა", "მშვენიერი ქართველი ქალი", "ბინა ყიფშიძის ქუჩაზე", "იდიოტოკრატია", "კავკასიური ცარცის წრე" (რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი); "ვალსი ძილის წინ" (რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი); ჰენრიკ იბსენი "თოჯინების სახლი" (რეჟ. ვანო ხუციშვილი); "რა დროს შექსპირია?!" (რეჟ. ვანო ხუციშვილი); "ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" (რეჟისორები ავთო ვარსიმაშვილი, ნიკო გომელაური); უილიამ შექსპირი "რიჩარდ III" (რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი); სამეფო უბნის თეატრი: "აქ ამ სავანეში" (რეჟ. თემურ ჩხეიძე). თეატრისა და კინოს მასახიობი.

წყარო: ეროვნული ფილომოგრაფიის არქივი: web.archive.org; თავისუფალი თეატრი: theatre.ge


Share: