The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე

ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე
Date of birth:18 May, 1962  (62 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და საქმიანი ურთიერთობის ფაკულტეტი 1993 წელს.

1985 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექტორი (2006-2011); 1988 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოცენტი, პროფესორი. კვლევის სფერო: ზოგადი ენერგეტიკა, თბოენერგეტიკა, ენერგეტიკის ეკონომიკა და ეკოლოგია, ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები, არატრადიციული ენერგიის წყაროები, გეოთერმული თბოსიცივით მომარაგების სისტემების ოპტიმალური განვითარების მეცნიერული საფუძვლები და მისი წვლილი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში. 157 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2007).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.190; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geსაქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 128

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (2007-)
  • საქართველოსა და აშშ საინჟინრო აკადემია, საპატიო წევრი

Bibliography


Share: