The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ზუბიტაშვილი

დავით ზუბიტაშვილი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს ავტოსარემონტო ქარხანა - ოსტატი, საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს უფროსი, გაერთიანება "საქავტორემონტი"-ს მთავარი ინჟინრის მოადგილე, გაერთიანების მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; ქარხანა "გაზოაპარატის" დირექტორი, თბილისის ნაძალადევის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე; სახელმწიფო კონცერნ "საქნავთობპროდუქტები"-ს თავმჯდომარე; სახელმწიფო დეპარტამენტ "საქენერგო"-ს თავმჯდომარე; საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; სახელმწიფო დეპარტამენტ "საქნავთობი"-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"-ს დირექტორი; შპს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს დირექტორი; შპს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს და შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.192; შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი": socar.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერებათა მსოფლიო აკადემა, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: