Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბახვა ბრეგვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მოიპოვა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი 2010 წელს; სწავლა გააგრძელა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში; 2012–2013წწ. სწავლობდა საფრანგეთის ეროვნული კინომატოგრაფიის სკოლაში; ბიზნესსა და მარკეტინგს სწავლობდა კავკასიის ბიზნესის სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე Start up and Scale up-ს გამოყენებითი მეცნიერებების ამსტერდამის უნივერსიტეტში. 2007 წლიდან არის "სარაჯიშვილის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 2018 წლის ნოემბრიდან, სამაუწყებლო კომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "დღის იმედის" წამყვანი; ცნობილია "ბახვას" კინო-გმირის როლით "ფორმულა კრეატივის" მიერ გადაღებულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" და მაღალრეიტინგული მეგა ტელე-შოუებით "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" (Georgian Pop Idol ) და X ფაქტორი (X Factor Georgia); არის სხვადასხვა ღონისძიებებისა და გალა კონცერტების წამყვანი; ის უძღვებოდა 2018 წლის თბილისის მთავარ საახალწლო გალა კონცერტს; 2014 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გამომცემლობა "რედაქცია N3", რომელიც აერთიანებს ჟურნალებს: კულინART, თორმეტი, Georgia To See და Forbes (Woman); არის ამ ჟურნალების დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი; ფილმოგრაფია: 2014 წელს აქტიურად დაინტერესდა სამსახიობო კარიერით და "ბახვას" როლი შეასრულა "ფორმულა კრეატივის" მიერ გადაღებულ მაღალრეიტინგულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (სეზონი 5, სეზონი 6, სეზონი 7, სეზონი 8, სეზონი 9); 22 წლის ასაკში, რეჟოსორმა არჩილ ქავთარაძემ პირველად გადაიღო კინოფილმში "სუბორდინაცია"; 2015 წელს რეჟისორმა ნიკა მარიმ გადაიღო ფილმში "აუტანელი არდადეგები", 2018 წელს დიტო ცინცაძემ ფილმში "ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა" და კოტე კალანდაძემ ფილმში "დრამერი". ტელეწამყვანი, მსახიობი, გამომცემელი, მარკეტერი და რადიოწამყვანი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |